შესვლა


კონფიდენციალურობის პოლიტიკა


1. კომფიდენციალურობის პოლიტიკაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშნველობა, რაც ვადებსა და პირობებში, თუ აღნიშნულიდან აშკარად სხვა არ გამომდინარეობს.

2. მხარეები ვალდებულნი არიან ვადების და პირობების მოქმედების პერიოდში დაიცვან წინამდებარე კონფიდენციალურობის პირობები. აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება:
ა) იმ ინფორმაციას, რომელიც არის ან გახდება საჯაროდ ხელმისაწვდომი მხარეთაგან დამოუკიდებლად;
ბ) ინფორმაციას, რომლის მოპოვებაც შესაძლებელია სხვა წყაროებიდან;
გ) ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებაც მოხდება რომელიმე მხარის მიერ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

3. მიუხედავათ მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვისა, ჩვენ უფლებამოსილები ვართ თქვენი დამატებითი წინასწარი ან შემდგომი თანხმობის გარეშე:
ა) გადავცეთ ან გავმუჟღავნოთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია თქვენს შესახებ, თქვენს მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ თქვენს მიერ ნებადართულ პირებს, ჩვენს პარტნიორ კომპანიებს და ჩვენთან აფილირებულ კომპანიებს;
ბ) გადავცეთ ან გავმუჟღავნოთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია თქვენს შესახებ შპს „საქართველოს ფოსტას“ (ან/და სხვა მსგავსი საქმიანობის მქონე სუბიექტს) თქვენთან კომუნიკაციის მიზნით.
გ) ვადების და პირობების მოქმედების პერიოდში დავამუშავოთ თქვენი მონაცემები მონაცემთა დამუშავება, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას, კერძოდ, მათ თქვენგან ან წინამდებარე პირობებში ჩამოთვლილი მესამე პირ(ებ)ისაგან მოპოვებას, შეგროვებას, ჩაწერას, ფოტოზე აღბეჭდვას, აუდიოჩაწერას, ვიდეოჩაწერას, ორგანიზებას, შენახვას, შეცვლას, აღდგენას, გამოთხოვას, გამოყენებას ან გამჟღავნებას (მათ შორის ინფორმაციის გამოთხოვას ან/და გამჟღავნებას წინამდებარე პირობებში მოცემული მესამე პირ(ებ)ისთვის, რომლებიც შემდგომში განახორციელებენ მონაცემთა დამუშავებას წინამდებარე პირობებით განსაზღვრული მიზნით) მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფებას ან კომბინაციას, დაბლოკვას, წაშლას ან განადგურებას), ასევე გადავცეთ მესამე პირს და მივიღოთ მისგან თქვენზე ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, დავალიანების არსებობა არარსებობისა.
დ) ჩვენს ან/და წინამდებარე პირობებში ჩამოთვლილი მესამე პირების მიერ ხორციელდება თქვენი ან თქვენს მიერ დასახელებული მესამე პირ(ებ)ის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავება (მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ჩვენი შეკვეთით უფლებამოსილი პირების მიერ) ან/და წინამდებარე პირობებში ჩამოთვლილი მესამე პირებისათვის ამ ინფორმაციის გადაცემა კონკრეტული მიზნებისათვის, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგი პერსონალური მონაცემებით:

• სახელი
• გვარი
• ელ. ფოსტა
• პირადი ნომერი
• საბუთის ტიპი (ID ბარათი ან პასპორტი)
• საბუთის ნომერი
• გაცემის და მოქმედების ვადა
• პაროლი (მითითება ხდება ორჯერ)
• მობილური ტელეფონის ნომერი
• დამატებითი სტაციონალური ტელეფონის ნომერი
• საფოსტო ინდექსი
• სქესი
• მოქალაქეობა
• დაბადების თარიღი
• იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები
• ანგარიშის ნომერი ან პირის უნიკალური კოდი (ასეთების არსებობის შემთხვევაში)
• ნებისმიერი სხვა მონაცემი, რომელიც გიკავშრდებათ თქვენ და რის შედეგადაც შესაძლებელია თქვენი იდენტიფიცირება
• სხვა ინფორმაცია, რომელიც ნებისმიერ განაცხადში, ელექტრონულ ველში შეავსეთ ან დაფიქსირდა, ასევე ინფორმაცია რომელიც თქვენ სხვა ფორმით მოგვაწოდეთ ან რომელიც ჩვენთვის ცნობილი გახდა.

4. ჩვენთვის, თქვენს მიერ განაცხადის, ელექტრონული ველის შევსებით, სატელეფონო საუბრით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა ნებისმიერი ფორმით ინფორმაციის მიწოდება განიხილება, როგორც თქვენი თანხმობა ამ მონაცემების ჩვენი მხრიდან დამუშავების თაობაზე.

5. თუ თქვენ მომსახურებების მიღების მიზნით, ჩვენ გვაწვდით მესამე პირების (დამატებითი ბარათის მფლობელი, თავდები პირი, ოჯახის წევრები, დამსაქმებელი და სხვა) შესახებ ინფორმაციას, მათ შორის და არამარტო ინფორმაციას პერსონალური მონაცემების, გადახდისუნარიანობის, ქონებრივი მდგომარეობის შესახებ და სხვა, ხოლო ჩვენ ვახორციელებთ აღნიშნული ინფორმაციის, მათ შორის პერსონალური მონაცემების, დამუშავებას მომსახურებების შესრულებისთვის ან/და მარკეტინგული მიზნით, თქვენ თავად ხართ ვალდებული მოპოვებული ჰქონდეს აღნიშნულ პირთა თანხმობა, მათი პერსონალური მონაცემების ჩვენს მიერ დამუშავებაზე. თქვენს მიერ ამგვარი ინფორმაციის მოწოდების ფაქტი გულისხმობს თქვენს მიერ ამ პიროვნებისგან თანხმობის მოპოვებას და აღარ საჭიროებს ჩვენს მიერ ასეთი დასტურის მოპოვებას. თქვენ თავად ხართ პასუხისმგებელი ნებისმიერ ზიანზე/ზარალზე, რომელიც შესაძლოა მოგვადგეს ჩვენ თქვენს მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. თქვენ თანახმა ხართ აგვინაზღაუროთ და დაგივცვათ ჩვენ ნებისმიერი ზარალისგან (რაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს შედეგობრივ ზარალს), საჩივრისგან, ხარჯისგან (რაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს იმ ხარჯებს, რომლებსაც ჩვენ გავიღებთ საკუთარი უფლებების განსახორციელებლად), იურიდიული პროცესისგან და ნებისმიერი სხვა ვალდებულებისგან, რომელიც ამგვარი დარღვევის შედეგად შეიძლება წარმოიშვას;
6. თქვენთვის ცნობილია და ეთანხმებით, რომ მომსახურებებით სარგებლობის პერიოდში, ასევე სახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში, ჩვენს მიერ თქვენი ან თქვენს მიერ დასახელებული მესამე პირ(ებ)ის მონაცემების (მათ შორის პერსონალური მონაცემების) დამუშავება აუცილებელია:
ა) მომსახურებების გასაწევად;
ბ) ჩვენი და მესამე პირების კანონიერი ინტერესების დასაცავად;
გ) ჩვენს მიერ კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
დ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში;

7. თუ მონაცემთა დამუშავებისთვის, კანონმდებლობა ითხოვს თქვენს თანხმობის არსებობას, აღნიშნულ თანხმობად ჩაითვლება ნებისმიერი ელექტრონული ან/და არაელექტრონული ფორმით გაკეთებული თქვენი განაცხადი, რომლითაც თქვენ ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას, ვადებს და პირობებს და რომელიც ამ განაცხადთან ერთად წარმოადგენს ერთიან ხელშეკრულებას;

8. ამასთან ჩვენს ან/და წინამდებარე პირობებში ჩამოთვლილი მესამე პირ(ებ)ის მიერ თქვენი ან თქვენს მიერ მითითებული მესამე პირების პერსონალური მონაცემების დამუშავება შესაძლებელია განხორციელდეს სხვა და სხვა მიზნით, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე:
ა) მომსახურებების სრულად და ჯეროვნად განხორციელებისთვის;
ბ) კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, ინფორმაციის აუდიტორული კომპანიების, პოტენციური ცესიონერის ან ცედენტის, მარეგულირებლის, მაკონტროლებლის ან სხვა ზედამხედველი ორგანოსათვის ხელმისაწვდომობისთვის; გ) მომსახურებების გასაუმჯობესებლად და განვითარებისთვის;
დ) სხვადასხვა ანგარიშების, კვლევების ან/და პრეზენტაციების მოსამზადებლად და სადემონსტრაციოდ;
ე) უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე თაღლითობის, ფულის გათეთრების ან სხვა დანაშაულის გამოსავლენად ან/და პრევენციისთვის;
ვ) არსებული მომსახურებების ფარგლებში, მომსახურებების პირობების ცვლილების შეთავაზებისთვის, რის აუცილებელ წინაპირობასაც შეთავაზების მომენტისთვის თქვენი პერსონალური მონაცემების გადამოწმება წამოადგენს;
თ) მარკეტინგული მიზნით, მათ შორის პირდაპირი მარკეტინგის მიზნით;

9. თქვენ ეთანხმებით მონაცემების წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში ჩამოთვლილი მესამე პირებისთვის გადაცემას ან/და თავად ასეთი პირ(ებ)ისაგან თქვენი ან/და თქვენს მიერ დასახელებული მესამე პირების შესახებ არსებული პერსონალური მონაცემების გამოთხოვა;

10. თქვენ თანხმობას აცხადებთ ჩვენს მიერ პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის დამუშავდეს თქვენი მონაცემები, კერძოდ: სახელი; გვარი; სქესი; პირადი ნომერი; დაბადების თარიღი; ასაკი; მისამართი; საკონტაქტო ინფორმაცია; შევსებული განაცხადები; IP მისამართი; საკრედიტო ისტორია; სესხის აღების და დაფარვის თარიღი; სამუშაო ადგილი; პოზიცია; შემოსავალი; ტელეფონის ნომერი; ელექტრონული ფოსტის მისამართი და სხვა ინფორმაცია, რომელიც თქვენ განაცხადში, ელექტრონულ ველში შეავსეთ ან დაფიქსირდა, ასევე ინფორმაცია რომელიც თქვენ სხვა ფორმით მოგვაწოდეთ ან რომელიც ჩვენთვის ცნობილი გახდა.

11. თქვენ აცხადებთ თანხმობას ჩვენგან მიიღოთ პირდაპირი მარკეტინგის, ასევე საინფორმაციო და სარეკლამო შეტყობინებები.